Dienstag, 28. März 2017
შენგენის ზონაში არ შეგიშვეს? დაწერე შენი თავგადასავალი კომენტარის სახით და მიეცი რჩევა სხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რონ საზღვრიდან უკან არ გამოაბრუნონ
დღეიდან (28.03.2017) საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიეცათ, თუმცა ამავდროულად სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ზოგიერთი საქართველოს მოქალაქე არ შეუშვან სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე. თუ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც საზღვარზე არ შეგიშვეს, გთხოვთ, დაწეროთ კომენტარის სახით თქვენი სიტუაცია და თქვენი გამოცდილება, რათა სხვებმა გაითვალისწინონ და მსგავსი შეცდომა არ დაუშვან. დიდი მადლობა.

(უკვე 265 -ჯერაა წაკითხული)


უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან პირველი ქართველი გააბრუნეს უკან
38 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც 28 მარტს პოლონეთიდან გერმანიაში აბტობუსით მიემგზავრებოდა, მიუხედავად ბიომეტრიული პასპორტის ქონისა, გერმანიამ ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ იუწყება ზაქსენის გაზეთი http://m.sz-online.de/nachrichten/georgier-trotz-visumfreiheit-abgeschoben-3646702.html ამის მიზეზი გახდა ის, რომ გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერის პოლიციის მიერ ამ მამაკაცზე გასული წლის ზაფხულიდან ძებნა იყო გამოცხადებული ჯგუფური ქურდობის ბრალდებით. კონკრეტულად, მასზე სასამართლოს დაუსწრებლად გამოტანილი ქონდა თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა ჯარიმა (800-მდე ევრო) საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლიციის განყოფილებაშივე გადაიხადა, ის მაინც უკან, პოლონეთში გააბრუნეს. რადგან გერმანიის პოლიცია ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ის კვლავ დანაშაულის ჩასადენად არ მიემართებოდა გერმანიაში. ქართველმა მამაკაცმა პოლიციელება ასევე განუცხადა, რომ ის გერმანიაში მანქანის შესაძენად მიემართებოდა, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მას აღარ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, რითაც ის პოლიციელებს დაუმტკიცებდა, რომ ის მართლაც მანქანის შესაძენად მიდიოდა. მამაკაცს აღმოაჩნდა ლიტვის ტურისტული ვიზა. უკან პოლონეთში გააბრუნებამდე, მისი ლიტვური ვიზა გააუქმეს.

გაზეთი არ აკონკრეტებს აქვს თუ არა ამ მამაკაცს თუნდაც პოლონეთში ყოფნის უფლება, თუბის არალეგალად ითვლება...

(უკვე 304 -ჯერაა წაკითხული)