Dienstag, 28. März 2017
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან პირველი ქართველი გააბრუნეს უკან
38 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც 28 მარტს პოლონეთიდან გერმანიაში აბტობუსით მიემგზავრებოდა, მიუხედავად ბიომეტრიული პასპორტის ქონისა, გერმანიამ ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ იუწყება ზაქსენის გაზეთი http://m.sz-online.de/nachrichten/georgier-trotz-visumfreiheit-abgeschoben-3646702.html ამის მიზეზი გახდა ის, რომ გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერის პოლიციის მიერ ამ მამაკაცზე გასული წლის ზაფხულიდან ძებნა იყო გამოცხადებული ჯგუფური ქურდობის ბრალდებით. კონკრეტულად, მასზე სასამართლოს დაუსწრებლად გამოტანილი ქონდა თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა ჯარიმა (800-მდე ევრო) საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლიციის განყოფილებაშივე გადაიხადა, ის მაინც უკან, პოლონეთში გააბრუნეს. რადგან გერმანიის პოლიცია ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ის კვლავ დანაშაულის ჩასადენად არ მიემართებოდა გერმანიაში. ქართველმა მამაკაცმა პოლიციელება ასევე განუცხადა, რომ ის გერმანიაში მანქანის შესაძენად მიემართებოდა, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მას აღარ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, რითაც ის პოლიციელებს დაუმტკიცებდა, რომ ის მართლაც მანქანის შესაძენად მიდიოდა. მამაკაცს აღმოაჩნდა ლიტვის ტურისტული ვიზა. უკან პოლონეთში გააბრუნებამდე, მისი ლიტვური ვიზა გააუქმეს.

გაზეთი არ აკონკრეტებს აქვს თუ არა ამ მამაკაცს თუნდაც პოლონეთში ყოფნის უფლება, თუბის არალეგალად ითვლება...
(უკვე 301 -ჯერაა წაკითხული)