Dienstag, 28. März 2017
ევროპაში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა! დაწერეთ და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს რომლებიც ასევე გეგმავენ ევროპაში გამგზავრებას
ყველას, ვინც უკვე გაემგზავრეთ ევროპაში, გთხოვთ, დაწეროთ თქვენი გამოცდილების შესახებ, რათა მათ, ვინც ჯერ არ წასულა, გაუმარტივდეთ სხვადასხვა ბარერების გადალახვა. ნებისმიერი დეტალი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად რომელი ავიაკომპანიით იმგზავრეთ, რომელ ქალაქში ჩახვედით და რა მოგთხოვეს საზღვარზე, რა ენაზე გაგესაუბრნენ, ქალაქში დღეში რა ფასად შეძელით ცხოვრება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, რა დაათვალიერეთ და ა.შ. დიდი მაფლობა ჩემი და ყველა იმ პირის სახელით, ვისაც უზომოდ აინტერესებს სხვისი გამოცდილებების შესახებ. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას ♥

(უკვე 204 -ჯერაა წაკითხული)


შენგენის ზონაში არ შეგიშვეს? დაწერე შენი თავგადასავალი კომენტარის სახით და მიეცი რჩევა სხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რონ საზღვრიდან უკან არ გამოაბრუნონ
დღეიდან (28.03.2017) საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიეცათ, თუმცა ამავდროულად სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ზოგიერთი საქართველოს მოქალაქე არ შეუშვან სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე. თუ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც საზღვარზე არ შეგიშვეს, გთხოვთ, დაწეროთ კომენტარის სახით თქვენი სიტუაცია და თქვენი გამოცდილება, რათა სხვებმა გაითვალისწინონ და მსგავსი შეცდომა არ დაუშვან. დიდი მადლობა.

(უკვე 262 -ჯერაა წაკითხული)


28.03.2017 - უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ძალაში შევიდა!
დღეს, 2017 წლის 28 მაისს, ზუსტად 00:00 საათზე ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით და რამდენიმე დამატებითი საბუთით (დეტალები იხილეთ ჩემ ძველ პოსტებში) შენგენის ზონაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ! გისურვებთ კარგ მგზავრობას!

(უკვე 244 -ჯერაა წაკითხული)


უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან პირველი ქართველი გააბრუნეს უკან
38 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც 28 მარტს პოლონეთიდან გერმანიაში აბტობუსით მიემგზავრებოდა, მიუხედავად ბიომეტრიული პასპორტის ქონისა, გერმანიამ ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ იუწყება ზაქსენის გაზეთი http://m.sz-online.de/nachrichten/georgier-trotz-visumfreiheit-abgeschoben-3646702.html ამის მიზეზი გახდა ის, რომ გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერის პოლიციის მიერ ამ მამაკაცზე გასული წლის ზაფხულიდან ძებნა იყო გამოცხადებული ჯგუფური ქურდობის ბრალდებით. კონკრეტულად, მასზე სასამართლოს დაუსწრებლად გამოტანილი ქონდა თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა ჯარიმა (800-მდე ევრო) საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლიციის განყოფილებაშივე გადაიხადა, ის მაინც უკან, პოლონეთში გააბრუნეს. რადგან გერმანიის პოლიცია ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ის კვლავ დანაშაულის ჩასადენად არ მიემართებოდა გერმანიაში. ქართველმა მამაკაცმა პოლიციელება ასევე განუცხადა, რომ ის გერმანიაში მანქანის შესაძენად მიემართებოდა, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მას აღარ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, რითაც ის პოლიციელებს დაუმტკიცებდა, რომ ის მართლაც მანქანის შესაძენად მიდიოდა. მამაკაცს აღმოაჩნდა ლიტვის ტურისტული ვიზა. უკან პოლონეთში გააბრუნებამდე, მისი ლიტვური ვიზა გააუქმეს.

გაზეთი არ აკონკრეტებს აქვს თუ არა ამ მამაკაცს თუნდაც პოლონეთში ყოფნის უფლება, თუბის არალეგალად ითვლება...

(უკვე 302 -ჯერაა წაკითხული)