Montag, 13. März 2017
რჩევები თუ როგორ დავგეგმოთ ევროპაში მოგზაურობა დამოუკიდებლად, იაფად და ხარისხიანად ტურისტული კომპანიის გარეშე?
uvizo, 16:34h
მათ, ვისაც ენის ცოდნა (სამიზნე ქვეყნის ენა ან ინგლისური ანდა რუსული) და ბანკით გადახდის საშუალების ქონა ხელს უწყობს, შეუძლიათ მოგზაურობა თავად დაგეგმონ და ამგვარად ტურისტული კომპანიისთვის გადასახდელი თანხა დაზოგონ. ვისაც ფულის პრობლემა არ აქვს, ასევე ვინც ენები არ იცს, ან ბანკით თვითმფრინავის ბილეთის საფასურდის გადახდა არ შეუძლია, ან უბრალოდ ვისაც მეტი კომდორტი უნდა და არ სურს თავად იზრუნოს სამოგზაურო ყველა დეტალზე, მათთვის ზედგამოჭრილია ტყრისტული კომპანიები, რომლებიც თქვენი მოგზაურობის ყველა დეტალს თავის თავზე აიღებენ. სხვათაშორის, საგულისხმოა, რომ შეიძლება ზოგ ტუურისტულ კომპანიას ქონდეს თავისი "კონტაქტები" და ამგვარად ის ფასით დიდიად არ განსხვავდებოდეს ან შეიძლება იაფიც კი იყოს იმასთან შედარებით თუ რამდენი დაგეხარჯებოდათ ყველაფერზე თქვენ რომ გეზრუნათ ტურისტული კომპანიის გარეშე. ამიტომ, თუ თქვენ დამოუკიდებლად ყველაფერზე ზრუნვა გადაწყვითეთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაითვლით თქვენ ხარჯებს, ტურისტულ კომპანიაში მაინც მიდით და შეადარეთ მსგავის სამოგზაურო პაკეტში ისინი რამდენს მოგთხოვენ. თუ იგივე თანხას, ან ნაკლებს, რათქმაუნდა ჯობია ეს პაკეტი აიღოთ და ტურისტული კომპანიით წახვიდეთ, ვიდრე უამრავი დრო დახარჯოთ ბილეთებისხ სასტუმროების ჯავშანზე და ა.შ.
კონკრეტული რჩევები მათთვის, ვინც აპირებს ტურისტული კომპანიის გარეშე წასვლას ევროპაში სამოგზაუროდ:
* მოიძიეთ ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე თვითმფრინავის ბილეთის ფასები და იყიდეთ თქვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი. გირჩევთ Wizzair.com-ზე იყიდოთ ბილეთი, რადგან ხშირად ძალიან იაფიანი ბილეთები იდება ამ კომპანიის საიტზე და თან ისინი ტრანზიტის ანუ გადაჯდომის გარეშე დაფრინავენ ქუთაისიდან ევროპის დიდ ქალაქებში.
* ასევე ინტერნეტში მოძებნეთ სასტუმროს ფასების შესადარებელი საიტები და მოიძიეთ სასტუმრო (Hotel) თქვენთვის მისაღებ ფასად.
* ვისაც სასტუმრო გეძვირებათ, შეგიძლიათ მოგზაურობის პერიოდში დარჩეთ ეგრეთ წოდებულ ჰოსტელში (Hostel), რომელიც ფასის მიხედვით შეუდარებელია - 10-20 ევრომდე მერყეობს დღეღამის ფასი.
* როგორ გადავაადგილდეთ ქალაქში? სამიზნე ქალაქში ჩასვლისას შიძინეთ დღის ბილეთი (მაგალითად გერმანულად: Tageskarte), რომლითაც მთელი დღის და საღამოს განმავლობაში გექნებათ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება და არ მოგიწევთ ყოველ ჯერზე ახალი ბილეთის ყიდვა. დღის ბილეთი საერთო ჯამში გაცილებით იაფი გამოდის ვიდრე 3 ან მეტჯერ ცალ-ცალკე ბილეთის ყიდვა. ზოგიერთი ქალაქი, სიდიდის გამო, დაყოფილია სატრანსპორტო ზონებად, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დღის ბილეთი საჭირო ზონას ფარავდეს. თუ გეეჭვებათ, მაშ ჯობია ყველაზე დიდი ზონის ბილეთი იყიდოთ. ხოლო თუ მხოლოდ ქალაქის ცენტრში აპირებთ გადაადგილებას - მაშინ ყველაზე პატარა ზონის ბილეთი. (მაგალითად, თუ ბერლინის მხოლოდ ცენტრალურ უბნებში გადაადგილებას აპურებთ, საკმარისია A კატეგორიის ბილეთი, ხოლო თუ თქვენ მაგალითად ბერლინის ცენტრიდან ბერლინის შონეფელდის აეროპორტში აპირებთ წასვლას, მაშინ საჭიროა C კლასის ბილეთი. )
* როგორ დავგეგმოთ ქალაქში გადაადგილება? ქალაქის ტრანსპორტი როგორც წესი რეგულარულად და მოკლე ინტერვალებით მოძრაობს. თუ თქვენ ოდნავ მოშორებით, მაგალითად ქალაქის გარეუბანში გსურთ წასვლა, უმჯობესია მგზავრობა დაგეგმოთ სპეციალური აპლიკაციით, მაგალითად გერმანიაში http://bahn.de ვებსაიტზე ან შესაბამის აპლიკაციაში შეგიძლიათ მიუთითოთ ადგილი საიდაც იმყოფებით, ადგილი სადაც გინდათ მისვლა, დრო, როდესაც გინდათ გამგზავრება და საიტი/აპლიკაცია ამოგიყრით ყველა შესაძლო ვარიანტს თქვენი მოგზაურიბის ყველა საჭირო ინფორმაციით თუ ზუსტად რომელ საათზე, რომელ გაჩერებაზე უნდა ახვიდეთ/ჩამოხვიდეთ/გადაჯდეთ.
* თუ თქვენ ევროპის ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში აპირებთ წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ ევროპაში მატარებლით მოგზაურობა ძალიან ძვირია, ანიტომ გირჩევთ ავტობუსით იმგზავროთ. "მანქანით გაყოლა" არაა დიდად რეკომენდებული, რადგან ხშირად გაურკვევლობები ახლავს თან და ენის არ მცოდნე ტურისტისთვის არაა რეკომენდებული. მაგალითად, გერმანიაში შეგიძლიათ მატარებელთან შედარებით გაცილებით იაფად გადაადგილდეთ ავტობუსით, რომელსაც ქვია Flixbus და მისი ვებგვერდია: http://flixbus.de . ფასები ერთი და იგივე მარშუტისთვის ძალიან განსხვავებულია ამიტომ გურჩევთ, კარგად მოძებნოთ, ერთი დღით ადრე ან ერთიბდღით გვიანაც შეადარეთ ფასები და აუცილებლად იპოვით თქვენთვის მისაღებ იაფფასიან ბილეთს.
* რა ვჭამოთ? სასტუმრო ან Hostel-ი როგორც წესი საუზმეს უფასოდ სთავაზობს. მოიძიეთ საჭმელების მაღაზია თქვენ ახლო-მახლო, სადაც შეგიძლიათ იაფად იყიდოთ საკვები. მაგალითად გერმანიაში ყველა ქალაქშია ისეთი საკვები პროდუქტების მაღაზიები, როგორიცაა: Aldi, Lidl, Rewe, სადაც ხარისხიანი პროდუქტი იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ.
* აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ევროპაში (ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში) მაღაზიები (ასევე ყველა დაწესებულება რათქმაუნდა გამონაკლისების გარდა) კვირაობით დაკეტილია და შაბათობით მხოლოდ ხამოკლე პერიოდით არიან გახსნილნი. ამიტომ, საჭმლის ყიდვას კვირისთვის ნუ გადასდებთ. გამონაკლისებია მაგალითად: მაკდონალდსი, კაფე-ბარები, ბუტკები, საავადმყოფოები და ა.შ.
* ავიღოთ თუ არა სამიზნე ქვეყნის ტელეფონის/მობილურის ნომერი? თუ თქვენ ქართული მობილური კომპანიების როუმინგის ფასები არ გაწყობთ, მარტივად შეგიძიათ შეიძინოთ ეგრეთ წოდებული Prepaid სიმ კარტა იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით. პრეფეიდ ნიშნავს, რომ ჯერ უნდა ჩარიცხოთ ამ სიმ ბარათზე ანგარიში და ამის შემდეგ დარეკავთ ამ ნომრიდან ან გაგზავნით SMS-ს. გირჩევთ იყიდოთ Lycamobile, შეაგდოთ 10 ევრო და გამოიყენოთ საქართველოში დასარეკად. გაუთვალისწინეთ, რომ მობილური ინტერნეტით სარგებლობა მსგავს სიმ ბარათებზე ძალიან ძვირია, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების დროს!
* რამ შეიძლება გაგვაკვირვოს? ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის დიდ ქალაქებში შეიძლება შეხვდეთ როგორც ქუჩაში, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და კაფე-ბარებში ერთი შეხედვით "უცნაურ" ადამიანებს. ვინაიდან აქ ადამიანის უფბებებეი და თავისუფლებები დაცულია, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს იაეთი, როგორიც მას უნდა, ქონდეს ისეთი ვიზუალი, როგორიც მას სურს, თუ ვინმე არის ჰონისექსუალი, მას არ აქვს ვალდებულება მან ეს ქუჩაში დამალოს და ა.შ. ყიველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება შეგხვდეთ ყურში, წარბში, ცხვირში, ენაში, ლოყაში და ა.შ. პირსინგის მქონე ადამიანი, განსაკუთრებით მოდაშია ყურის ბიბილოში მოთავსებული დიდი რკალები, ასევე შეიძლება შეგხვდეთ ხელი-ხელში ჩაკიდებული 2 გოგო ან 2 ბიჭი, ასევე ერთი და იმავე სქესის ადამიანი, რონელიც ერთმანეთს კოცნის. ამგვარი ქმედება აქ სრულიად ნორმალურია და მათ მიმართ აგრესიის გამოხატვის შემთხვევაში მათ შეუძლიათ აგრესორს უჩივლონ. ამიტომ, რჩევა: ვისაც მსგავსი სანახაობები დიდად არ გხიბლავთ, გაიხედეთ სხვა მხარეს და მათი შეურაწყოფის გარეშე განაგრძეთ გზა.
* სად გავერთოთ საღამოს? ყველა დიდ ქალაქში არის უბნები, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დისკოთექები (Party), შესვლა ფასიანია და დასალევიც საკმაოდ ძვირი. უკეთესია თუბწინასწარ ვებ საიტებზე გადახედავთ თქვენ ქალაქში ამა თუბიმ დღეს სად და რა Party ეწყობა და ამის ნიხედვით წახვალთ, რათა იცოდეთ მაგალითად რა მუსიკა გელოდებათ. ძირითადად დისკოთეკებზე თქვენ მხოლოდ შეგიძიათ ვინმე გაიცნოთ, თუმცა უარის მიღების შემთხვევაში, ან თუ მეორე პირი თქვენ მიმართ საპასუხო ყურადღებას არ გამოიჩენს და თქვენ გააგრძელებთ მასთან ფლირტს, დიდი ალბათობით იმ ღამით პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდებით. ამიტომ, რჩევა: ყველა თქვენ ქმედებას კონტროლი უნდა გაუწიოთ და ვინმე რომ გეტყვით არა-ს, უნდა გაითვალისწინოთ მისი უარი.
* როგირ მოვიქცე გადაუდებელი შემთხვევის დროს? თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, მაგალითად დაეცით და რამე მოიტეხეთ ან ქურდმა ხელჩანთა გაგტაცათ, ხმამაღლა ითხოვეთ შველა Help (ჰელფ)-ის ძახილით. თუ გესაჭიროებათ ექიმი, დახმარების მსურველებს მიანიშნეთ, რომ გწირდებათ ექიმი ("დოქტორ"), თუ პოლიცია გჭირდებათ - "პოლის" ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახებაში. თუ თქვენ ტელეფონი ხელზე გაქვთ და შეგიძლიათ ზარი განახორციელოთ, ასევე ფლობთ სამიზნე ქვეყნის ენას ან მინიმუმ ინგლისურ ენას, თავადვე შეგიძლიათ პოლიცია (110) და სასწრაფო (112) გამოიძახოთ. სახანძროს გამოძახებაც შეგიძლიათ იმავე ნომერზე, რაზეც სასწრაფო - 112.
* დასვენების პარკი - ატრაქციონების და კარუსელების მოყვარულთათვის. შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ თქვენთან ახლო-მახლო არსებული ესეთი პარკები (გერმანულად Erlebnispark ან Freizeitpark) და აისრულოთ ბაზვშობის ოცნებები კარუსელზე კატაობით :-) ამასთან გირჩევთ გერმანიაში ქალაქ Rust-თან არსებულ Europa Park-ს. ძირითადად გერმანიაში ასეთ დასვენების პარკებში შესვლისას იხდით თანხას და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი ატრაქციონით იმდენჯერ, რამდენჯერაც გსურთ.
* ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
გირჩევთ ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს მოიძიოთ იმ ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ, რის ნახვასაც აპირებთ. ამობეჭდეთ სია დასათვალიერებელი ღირსშესანიშნაობების მისამართებით და მის ახლო განლაგებული საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებებით და თუ რა ნომერი ტრანსპორტი მიდის, რათა მოგზაურობის დროს არ მოგიწიოთ წვალება და ინფორმაციების მოძიებაში ცალკე დროის და ცალკე ინტერნეტის, შესაბამისად ფულის ხარჯვა.
გირსურვებთ საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობას ევროპაში! ♥

(უკვე 477 -ჯერაა წაკითხული)