Montag, 13. März 2017
უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან - საჭირო ინფორმაცია და რჩევები
uvizo, 00:55h
უვიზო მიმოსვლა არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეუძლია გადაკვეთოს შენგენის ზონაში არსებული ქვეყნის საზღვარი. შევეცდებით დაწვრილებით ავხსნათ ყველა შესაძლო ვარიანტი და მოგცეთ რჩევები საზღვარზე პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
დავყოთ პირობები ორად: ძირითადი და დამატებითი, სადაც ძირითადი პირობის დარღვევის შემთხვევაში საზღვარზე გატარების შანსი 0%-ია, ხოლო დამატებითი პირობების დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენი საზღვარზე გატარება/არ გატარების ამბავი დამოკიდებულია მესაზღვრე პოლიციელის კეთილ ნებაზე. ამიტომ, უნდა შეეცადოთ ძირითად პირობასთან ერთად რაც შეიძლება მეტი დამატებითი პირობაც დააკმაყოფილოთ, რათა მესაზღვრეს არ დაუტოვოთ შანსი რამეზე გამოგეკიდოთ და შარი მოგდოთ.
A) ძირითადი პირობა:
1) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში აღებული და მინიმუმ 3 თვე უნდა ჰქონდეს ვადა იმ დროისთვის, როცა თქვენ უკან, საქართველოში დაბრუნდებით.
რას ამოწმებენ პასპორტით? პასპორტს შეამოწმებენ ისე, როგორც საქართველოს საზღვარზე, ასევე იმ ქვეყნის საზღვარზეც, სადაც ჩაფრინდებით. პასპორტის დახმარებით მიღებული თქვენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს ამოწმებენ სპეციალურ მონაცემთა ბაზებში, რათა დაადგინონ ხომ არ იმყოფებით ძებნაში, ხომ არ ხართ შენგენის ქვეყნებიდან გამოძევებული პირი, რომელსაც აღარ აქვს უფლება გამოძევებიდან 5 წლის განმავლობაში კვლავ შევიდეს შენგენის ზონაში.
პასპორტის შემოწმების შემდეგ დიდი ალბათობით არამარტო სამიზნე ქვეყანაში, არამედ საქართველოშივე გკითხავენ თვენი გამგზავრების მიზნებს. ეს ეტაპი მთლიანად დამოკიდებულია მესაზღვრის კეთილ ნებაზე - ადვილად გაგატარებს თუ "გაგწურავს" ანდა საერთიდაც უარს გეტყვის საზღვრის კვეთაზე.
B) დამატებითი პირობები:
1) საზღვრის გადაკვეთის მიზანი და სამიზნე ქვეყენაში დარჩენის დრო:
მესაზღვრე გკითხვთ თუ რა მიზნით მიდიხართ/შედიხართ სამიზნე ქვეყანაში და რა პერიოდით აპირებთ იქ დარჩენას? გაითვალისწინეთ რომ აქ ნათქვამი დაუფიქრებელი პასუხი შეიძლება გახდეს თქვენი საქართველოში უკან გამოფრენის მიზეზი!!!
დასაშვები მიზნები: მოგზაურობა/ტურიზმი, ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის სტუმრობა, კონფერენციაზე და/ან მსგავსზე მონაწილეობის მიღება, მოკლევადიან (90 დღემდე) გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მოკლევადიან (90 დღემდე) ენის კურსში მონაწილეობის მიღება, სავარაუდოდ ასევე დასაშვებია მანქანების შესაძენად და საქართველოში გამოსაგზავნად უვიზოდ შესვლა. თქვენ არ გაქვთ უფლება უვიზო მიმოსვლით ისარგებლოთ, თუ სამიზნე ქვეყანაში მიემართებით შემდეგი მიზნებისთვის: სამუშაოდ, საცხოვრებლად დასარჩენად, სამიზნე ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარების მიზნით. ასევე სავარაუდოდ არ გექნებათ უფლება ე.წ. ოპერად (Au-Pair) გამგზავრებისთვის, რადგან ესეც ერთგვარი მუშაობის სახეა და თანაც მისი ხანგრძლივობა აღემატება 90 დღეს. რადგან საქართველო "უსაფრთხო ქვეყნების" სიაშია, ლტოლვილად დიდი ალბათობით არ მიგიღებენ და საზღვარზე ამ ვერსიის გაჟღერების შემთხვევაში, შემდეგივე რეისით უკან გამოგიშვებენ. იმ შემთხვავაში, თუ თქვენი გამგზავრების მიზანი არ შეესაბამება უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, თქვენ უნდა შეიტანოთ იმ ქვეყნის საელჩოში ვიზაზე განაცხადი, სადაც აპირებთ გამგზავრებას.
სამიზნე ქცეყანაში დარჩენის დრო: საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღის ვადით დარჩნენ შენგენის ზონაში, ამასთან სულ ერთია ამ 90 დღეს ცალ-ცალკე გამოიყენებთ თუ უწყვეტად 90 დღე დარჩებით შენგენის ზონაში და შემდეგ დაბრუნდებით უკან.
ამიტომ, როცა გკითხავენ, თუ რამდენი ხანი აპირებთ დარჩენას, აუციელებლად 90 ან ნაკლები დღე უნდა უთხრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან გამოგიშვებენ.
2) ფინანსური უზრუნველყოფა შეგიძლიათ დაადასტუროთ: ნაღდი ფულით ან სამგზავრო ჩეკით ან საკრედიტო ბარათით.
როგორ უნდა დავუდასტუროთ მესაზღვრეს, რომ გვაქვს სახსრები, რაც ჩვენთვის საჭიროა სამიზნე ქვეყანაში ყოფნის დროს და რადენი ფული უნდა გვქონდეს თან?
რა მიზნითაც (B-1) არ უნდა ვლახავდეთ საზღვარს, დიდი ალბათობით მესაზღვრე გვკითხავს ფინანსური მხარის შესახებ, რომ დარწმუნდეს, რომ სამიზნე ქვეუენაში დარჩენის პერიოდში ჩვენ გვექნება თანხა, რომელსაც გამოვიყენებთ (და შესაბამისად არ დავიწყებთ მაღაზიებში საჭმლის ქურდობას). ფინანსური უზრუნველყოფა მოიცავს სხვადასხვა პუნქტებს, როგორიცაა საკვებისთვის, სასტუმროსთვის, გადასაადგილებლად საჭირო თანხები, ასევე თანხა უკან, საქართველოში დასაბრუნებლად (თუკი თქვენ არ გაქვთ უკან გასამგზავრებელი ბილეთი ნაყიდი. უკეთესია თუ თქვენ ეს ბილეთი უკვე გექნებათ შეძენილი.).
ა) თანხის არსებობა თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ როგორც ჯიბეზე არსებული ნაღდი ფულის არსებობით, ასევე სამგზავრო ჩეკით ანდა საკრედიტო ბარათით. ყველა ევროკავშირის შემადგენელი ქვეყანა თვითონ საზღვრავს თუ დღეში საშუალოდ რამდენი ჭირდება ადამიანს, კერძოდ ტურისტს მოცემულ ქვეყანაში ყოფნისთვის. ასე მაგალითად, სხვადასხვა ბევსაიტის ინფორმაციით გერმანიაში 45-50 ევროა დღეში საჭირო (სასტუმროს ფასის გარდა). ანუ მაგალითად თუ თქვენ 4 დღით აპირებთ გერმანიაში დარჩენას, წესით საკმარისი უნდა იყოს საზღვარზე 200 ევროს თან ქონა + სასტუმრო უკვე დაჯავშნილი და გადახდილი + უკანა, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი. თუ თქვენ სამიზნე ქვეყანაში გყავთ ვინმე, ვინც გეპატიჟებათ საკუთარი სახსრებით, ასევე გაძლევთ საცხოვრებელს (ოთახს თავის ბინაში/სახლში) და საკვებს, საჭიროა ამ პიროვებამ დაგიწეროთ მოწვევის წერილი. ინტერნეტში ვრცელდება 2 სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოწვევის წერილთან დაკავშირებით: ზოგ საიტზე ნათქვამია, რომ მოწვევის წერილი შეიძლება იყოს არაფორმალური წერილი მომწვევი პირის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი, სადაც ის დაწერს, რომ იღებს თავის თავზე ყველა თქვენი ხარჯის ანაზღაურებას და ასევე მიუთითებს თავის საცხობრებელის მიმსამართსა და საკონტაქტო ტელეფონს - რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ამ პირს. ამ შემთხვევაში მომწვევმა პირმა ეს წერილი, დაატარიღებული და ხელმოწერილი უნდა მოგაწოდოთ მაგალითად იმეილით, თქვენ ამობეჭდავთ და ამ სახით იქონიებთ თან. ანუ ორიგინალი არაა საჭირო. სხვა საიტებზე კი წერია, რომ მომწვევმა პირმა ოფიციალური მოწვევა უნდა გააფორმოს (გერმანიაში ეგრეთ წოდებული Verpflichtungserklärung), რაც საკმაოდ არასასიამოვნო და ბიუროკრატიული პროცესია: ამ შემთხვევაში მომწვევი პირი მიდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თავის რეესტრის მსგავს დაწესებულებაში (მაგალითად გერმანიაში ამ დაწესებულებას ქვია Einwohnermeldeamt), სადაც 25 ევროს გადახდის შემდეგ მიიღებს მოწვევის ბლანკს, რომელიც უნდა შეავსოს და უკან ჩააბაროს, რის შემდეგაც მიიღებს დადასტურებულ, ოფიციალურ მოწვევის დოკუმენტს, რომელიც უნდა გამოგიგზავნოთ თქვენ, რათა ეს დოკუმენტი ხელთ გქონდეთ. ამ ვარიანტის სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მომწვევმა პირმა მოწვევის ბლანკში უნდა დაადასტუროს, რომ გააჩნია მაღალი შემოსავალი დაახლოებით 1300 ევრო ან მეტი თვეში, ასევე აქვს საცხოვრებელი საკმარისი ფართი სტუმრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უარს ეტყვიან და არ მისცემენ სტუმრის მოწვევის უფლებას. ამ ვარიანტის შემთხვევაში საზღვარზე ორიგინალი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო თუ იმეილით გაგზავნილი და ამობეჭდილი არაორიგინალი ასლია საკმარისი, სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია.
ბ) მესაზღვრე ფინანსური მხარის გარკვევის შემდეგ სავარაუდოდ მოინდომებს გაიგოს თუ სად აპირებთ დარჩენას. ამისათვის საჭიროა თან გქონდეთ ან უკვე დაჯავშნილი სასტუმროს ჯავშანი/სასტუმროების ჯაბშნები - თუკი თქვენ სხვადასხვა ქალაქში აპირებთ ყოფნას ანდა მომწვევი პირის მოწვევის წერილი, რომელის შესახებაც ზედა, ა-პუნქტში დავწერე. ამასთან სასტუმროს ჯავშანი/სასტუმროების ჯავშნები დღეების მიხედვით უნდა იყოს უწყვეტი და მოიცავდეს თქვენი სამიზნე ქვეყანაში ყოფნის სრულ პერიოდს.
გ) მესაზღვრე სავარაუდოდ გკითხავთ უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესახებ. დიდი უპირატესობაა თქვენთვის და უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ საზღვარზე გაგატარონ, თუკი თქვენ მესაზევრეს უკან დასაბრუნებელ ბილეთს ანახებთ.
3) სამოგზაურო დაზღვევა:
ოფიციალური წყაროები (გერმანიის იმ ქვეყნის საელჩოს საიტები, რონელთანაც გერმანიას უვიზო მიმოსვლა აქვს) იუწყებიან, რომ დაზღვევის არსებობა არაა აუცილებელი საზღვრის გადაკვეთისთვის, თუმცა კატეგორიულად გვაფრთხილებენ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხების გადახდა შეიძლება მოგვიწიოს თუ არ ვიქნებით დაზღვეული, ამიტომ დიდი რჩევა იქნება, აუცილებლად დაეზღვიოთ სამოგზაურო დაზღვევით, რონელიც 30.000 ევრომდე ანაზღაურებს არა მესაზღვრისთვის, არამედ თქვენივე კეთილდღეობისთვის, რადგან არავიბ იცის უცებ რა ხსება (მაგალითად კიდურის მოტეხვის შემთხვევაში თქვენი სამედიცინო მომსახურების თანხები შეიძლება 2-3 ათას ევროს ასცდეს).
C) პირობები, რონელიც არაა საჭირო შენგენის ზონაში შესვლისთვის: ვინაიდან თქვენ არ მიემგზავრებით არც სამუშაოდ და არც სასწავლებლად, შესაბამისად არ გჭირდებათ სამიზნე ქვეყნის ენის ცოდნის დამტკიცება. დიდი უპირატესობაა რათქმაუნდა თუ ფლობთ ამ ენას, ან ინგლისურ ენას მაინც, რაც მაგალითად სამიზნე ქვეყანაში მოგზაურობას ძალიან გაგიადვილებთ.
----------------
ასევე აუცილებლად გაეცანით თბილისში არსებული გერმანიის საელჩოს მიერ უვიზო მიმოსვლის შესახებ ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას კითხვა-პასუხის რეჟიმში (ეგრეთ წოდებული ხშირად დასმული კითხვები (FAQ)) შემდეგ ლინკზე: http://tiflis.diplo.de/contentblob/4998946/Daten/7365187/FAQVisumfreiheitKA.pdf ამ ლინკზე მოცემული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საელჩოს მიერაა გამოქვეყნებული, უნივერსალურია, ანუ ნებისმიერი შენგენის ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისთვის გამოადგება ადამიანს.
უფრო მეტ და კონკრეტულ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის პირობებზე იძლევა მაგალითად გერმანიის საელჩო პერუში. შეგახსენებთ, პერუს, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლია. რა დამატებით დეტალურ ინფორმაციას იძლევა პერუში არსებული გერმანიის საელჩო? წყარო: http://m.lima.diplo.de/Vertretung/lima/de/11/Visa.html (მხოლოდ იმ დეტალებს გავახმოვანებ, რომლებიც თბილისის საელჩოში არაა მინიშნებული):
პერუში არსებული გერმანიის საელჩო ამბობს:
პირდაპირ წერია, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი (უკანა ფრენის თარიღი 90 დღიან პერიოდს არ უნდა აღემატებოდეს) უნდა იყოს უკვე ნაყიდი და უნდა შეგეძლოს ამ ბილეთის მესაზღვრესთვის წარდგენა.
თუ ვინმე (ნათესავი, მეგობარი...) პირადად მიგიწვევთ და თავის სახლში გაცხოვრებთ, მაშინ მათგან მოწვევის წერილი გჭირდებათ. გერმანიისთვის საჭიროა არაფორმალური მოწვევის წერილი, მომწვევის ხელმოწერით. წერილი უნდა შეიცავდეს მომწვევის მისამართს, თუ რა კავშირშია მომწვევი მოწვეულ პირთან (ნათესავი ან მეგობარი ან ოჯახის წევრი), ასევე თუ რა პერიოდი დარჩება მოწვეული პირი გერმანიაში მცხოვრებ მიმწვევ პირთან. ამასთან, არაა საჭირო ეს მოწვევის წერილი იყოს ორიგინალი, ასევე არაა საჩირო ეს წერილი იუოს ნოტარიულად ან აპოსტილით დამოწმებული. - იუწყება გერმანიის საელჩო პერუში. იქვე იუწყება, რომ დღეში გერმანიაში 45 ევროა საჭირო, თუმცა არ აკონკრეტებს სასტუმროს ჩათვლით თუ მის გარეშე, მაგრამ ვინაიდან პრაქტიკულად 45 ევროში დღიურ სასტუმროს და სხვა ხარჯებს ვერ ჩაატევ, დიდი ალბათობით იგულისხმება სასტუმროს თანხის გარდა 45 ევრო. (აქვე პატარა პირად შენიშვნას გავაკეთებ: არსებობს ეგრეთ წოდებული ჰოსტელები ახალგაზრდებისთვის (და არა მარტო), სადაც დღეში სულ რაღაც 10-15 ევროშიც კი ჩაეტევით - ამის შესახებ დავწერ ცალკე, სხვა პოსტში.)
ეს იყო ამ დროისთვის ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფო, რონწლიც საზღვრის გადაკვეთას და ამ დროს წარმოშობილ პრობლემებს და დეტალებს ეხებოდა.
P.S.
როგორც წესი, მესაზღვრე პოლიციელები, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი რეისით ჩაფრენილ მგზავრებს ემსახურებიან, ადგილობრივი და ინგლისური ენების გარდა ასევე საუბრობენ რუსულ ენაზეც.

(უკვე 86 -ჯერაა წაკითხული)